ახალი წელი ხაჭაპურის ინდექსისთვის ისტორიული მაჩვენებლით დაიწყო. ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა და 5.77 ლარს მიაღწია, რაც 1.8%-ით მაღალია 2021 წლის დეკემბერთან და 23.7%-ით მაღალი 2021 წლის იანვართან შედარებით. ფასების ყველაზე დიდი ზრდა კვერცხისა (47%) და ფქვილის (31%) შემთხვევაში დაფიქსირდა.
ცოტა ხნის წინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2021 წლის მესამე კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელს გადახედა და მისი მნიშვნელობა (0.1 პროცენტული პუნქტით) 9.1%-მდე გაზარდა. 2021 წლის ნოემბრის თვისთვის მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 12%-ს გაუტოლდა. შედეგად, მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 10.7%-ს შეადგენდა.
ვაგრძელებთ ჩვენს საახალწლო ტრადიციას და წელსაც გთავაზობთ ახალი წლის სუფრის ინდექსს. ამ ინდექსით ვითვლით, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში. ცხადია, ყველა ოჯახსა და რეგიონს თავისი საახალწლო სუფრა აქვს, თუმცა კალკულაციის დროს ვითვალისწინებთ ისეთ ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2021 წლის მე-3 კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2021 წლის დეკემბრის პუბლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.