შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

თებერვალი 2023 | ხაჭაპურის ინდექსი 18.4%-ით გაიზარდა
06 მარტი 2023

2023 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.94 ლარი იყო, რაც 18.4%-ით აღემატებოდა 2022 წლის თებერვლის მაჩვენებელს. თვიურ ჭრილში, 2023 წლის იანვართან შედარებით, ხაჭაპურის საშუალო ღირებულება უმნიშვნელოდ, 0.1%-ით გაიზარდა.

წლიურ ჭრილში, თებერვალში ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი გაიზარდა: ყველი (+24.0%), რძე (+18.0%), საფუარი (+16.9%), კარაქი (+10.5%), კვერცხი (+9.2%), ფქვილი (+6.1%).

წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ყველის ფასი გაიზარდა. წლის ამ პერიოდში ფასების ზრდას, როგორც წესი, ადგილობრივი რძის წარმოების შემცირება და მისი იმპორტირებული რძის ფხვნილით, რძის ნაღებითა (მაგალითად, კარაქით) და რძის სხვა პროდუქტებით ჩანაცვლება იწვევს, რომლებიც ძირითადად უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოდის. უკრაინაში რუსეთის ომმა რძის პროდუქტების მიწოდება შეაფერხა, რაც, შესაძლოა, საქართველოში იმპორტის გაძვირებას იწვევდეს.

მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში რძის ფასი სეზონურ ტენდენციას მიჰყვება და შემცირდება: აღდგომის ეფექტმა, კონკრეტულად კი დიდმარხვამ, რომელიც 27 თებერვალს დაიწყო, შესაძლოა რძისა და რძის პროდუქტების ფასები შეამციროს, რადგან მარხვის პერიოდში ყველსა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნა მცირდება.

შეავსე ფორმა