შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მარტი 2023 | რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 1000%-ზე მეტით გაიზარდა ერთი წლის განმავლობაში, რამაც ლარის მნიშვნელოვანი გამყარება გამოიწვია
27 მარტი 2023

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის პირველი და მეორე კვარტლების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. ქვემოთ მოცემულია ამ თვის განახლების ძირითადი მიგნებები:

2023 წლის იანვარში, მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 8.4% შეადგინა.

მშპ-ის ზრდის პროგნოზის მარტის განახლების მიხედვით, 2023 წლის პირველი კვარტლის ზრდის პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2.6% შეადგინა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მე-2 პროგნოზის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 1.6%-ია.

იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წელს, პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოსალოდნელია წლიური 2%-იანი ზრდა, ხოლო საუკეთესი ან საშუალო, გრძელვადიანი ზრდის სცენარის შემთხვევაში – 3%-იანი ზრდა. ჩვენი შუალედური პროგნოზის თანახმად (უკანასკნელი ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე დაყრდნობით), რეალური მშპ 2.4%-ით გაიზრდება.

სავარაუდოდ, აღნიშნული საპროგნოზო მაჩვენებლები გადაჭარბებით პესიმისტურად აფასებს რეალობას. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს მონაცემებში არ მოიძებნება მიგრანტების მიმდინარე მასშტაბური შემოდინების ანალოგი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია 2023 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 4%-მდე შემცირება. ზრდის მაჩვენებლის ამგვარი შემცირება განპირობებული იყო მომდევნო წელს მიგრანტების ნაკლები შემოდინებით და გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მოსალოდნელი შემცირებით.

შეავსე ფორმა