ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში ცხარე დებატების თემა გახდა. თავად საკითხის მნიშვნელობაზე რომ არაფერი ვთქვათ, დღემდე რაც კი დისკუსია მომისმენია, სამწუხაროდ, ძირითადად ფობიებსა და მითებზე უფროა დაფუძნებული, ვიდრე მტკიცებულებებზე. საზოგადოებას მოუწევს, გადაწყვიტოს, დაუჭიროს თუ არა მხარი რეფორმას და, შესაბამისად, აირჩიოს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული შედეგები.
პროფესიულ წრეებში ან პოლიტიკის შემმუშავებლებს შორის გამართულ დისკუსიას თუ მოვუსმენთ, ადვილად შევნიშნავთ, რომ ენერგოუსაფრთხოების თემა ხშირად გამოიყენება გარკვეული გადაწყვეტილებების გასამართლებლად ან სექტორში არსებულ პრობლემებზე ხაზის გასასმელად. ენერგოუსაფრთხოება ხშირად ასოცირდება ენერგეტიკულ „დამოუკიდებლობასთან“ – მდგომარეობასთან, რომლისთვისაც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო მიეღწია.
საქართველოში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმნიშვნელოდ მიჩნეულმა პოლიტიკურმა დისკუსიამ, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ, დღესდღეობით დებატების წინა ფლანგზე წამოიწია. სამართლიანადაც! ეს საკითხები ფრიად კომპლექსურია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არამხოლოდ სოფლის მაცხოვრებლებზე, არამედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მომხმარებელ ქალაქელებზეც.