22 ივნისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები თეთნულდის კოლეჯს ეწვივნენ მესტიაში და საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ ზემო სვანეთის განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი ახალგაზრდები, Access პროგრამის საზაფხულო სკოლის მოსწავლეები და კოლეჯ თეთნულდის აკადემიური პერსონალი.
ვიზიტის მიზანი აუდიტორიისთვის რეფორმეტრის პლატფორმისა და პროექტის ფარგლებში შერჩეული სამიზნე რეფორმების გაცნობა იყო, ასევე, მათი ინფორმირებულობა რეფორმეტრის ვებ-გვერდზე რეფორმებთან დაკავშირებული ეკონომიკური მონაცმების და სხვა ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობის შესახებ. ღონისძიებამ საშუალება მისცა ადგილობრივ ახალგაზრდობას, მეტი გაეგოთ შერჩეულ ეკონომიკურ რეფორმებსა და ზოგადად რეფორმეტრის ინსტრუმენტზე.