შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

რეფორმეტრმა კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა
ოთხშაბათი, 20 დეკემბერი, 2023

რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო. რეფორმა მოიცავს რეფორმის პროგრესის შეფასება მოიცავს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას. სტრატეგია მიზნად ისახავს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე კაპიტალის სტიმულირებას და მობილიზებას ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისათვის.

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი გურგენიძემ, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სისტემის საშუალებით ინსტიტუციური ინვესტორების ბაზის განვითარების ხელშეწყობის პრაქტიკაზე ისაუბრა; საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკონომისტმა, ანი ხინჩიაშვილმა, „პირველი თაობის“ რეფორმა და საინვესტიციო ფონდების ბაზარი მიმოიხილა, ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, ლევან ფავლენიშვილმა კი საინვესტიციო ფონდების შესაცებ კანონის ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის შედეგები წარმოადგინა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და პროექტ „რეფორმეტრის“ მენეჯერმა, გიორგი პაპავამ დასწრე საზოგადოებას კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის პროგრესის შეფასების ინდიკატორები წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეფორმის დამნერგავი და განმახორციელებელი უწყებების, პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრაზე შეკრებილმა მხარეებმა იმსჯელეს რეფორმის მიმდინარეობაზე პრაქტიკაში. ღონისძიება საჯარო-კერძო დიალოგითა და დაინტერესებულ მხარეთა მიერ რეფორმის ანონიმური, რაოდენობრივი შეფასებით დასრულდა.

შეავსე ფორმა