19 მაისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერითა და მონაწილეობით, ბათუმში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს შვედეთისა საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია განვითარების პოლიტიკის შემუშავების პროცესში მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევები, მექანიზმები და ინსტრუმენტები.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, იასია განიხილა, საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევები პანდემიის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით კი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში ISET-ის კვლევითი გუნდის წარმომადგენლებმა, დავით კეშელავამ, ღონისძიების მონაწილეებს ISET-ის კვლევით ინსტიტუტის ერთ-ერთი უახლესი პროდუქტი – გენდერული თანასწორობის ინდექსი გააცნო, რომელიც აფასებს, როგორია გენდერული თანასწორობისადმი პროგრესი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რომელთა შორისაცაა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ინდექსი ეფუძნება ევროკავშირის სტანდარტულ მეთოდოლოგიას, თუმცა ითვალისწინებს რეგიონულ კონტექსტსაც.
ანა ბურდულმა რეფორმეტრის კვლევითი გუნდიდან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო რეფორმეტრის პლატფორმა – დაგეგმილი თუ მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასების პლატფორმა, რომელსაც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. ანამ ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთაც რეფორმეტრის გუნდი აფასებს და რეგულარულად აქვეყნებს შეფასების ანგარიშებს.
დისკუსიის დროს მონაწილეებმა ისაუბრეს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტებზე, ჩატარებულ კვლევებსა თუ რეგულარულ ინდექსებზეც.