შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

მსოფლიო ბანკმა ISET-ში ფისკალური პოლიტიკისა და თანასწორობის შესახებ ახალი ანგარიში წარადგინა
ორშაბათი, 28 აპრილი, 2025

2025 წლის 28 აპრილს ISET-მა უმასპინძლა მსოფლიო ბანკს უმასპინძლა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი ანგარიში “ფისკალური რეალობების ნავიგაცია თანასწორი ზრდისთვის საქართველოში", რომელიც შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით შემუშავდა.

შეხვედრა გახსნეს საქართველოში შვედეთის ელჩმა, მისმა აღმატებულებამ ანა ლიბერგმა და ISET-ის დირექტორმა ქ-ნმა თამარ სულუხიამ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს კვლევებზე დაფუძნებული დიალოგის მნიშვნელობას საქართველოს სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში.

ანგარიში წარადგინა ქ-ნმა საიდა ისმაილახუნოვამ, მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა და სამხრეთ კავკასიის გენდერის, სიღარიბისა და თანასწორობის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელმა. მისი პრეზენტაცია ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ შეიძლება ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვა და ანალიზი სიღარიბისა და უთანასწორობის შესამცირებლად. შეხვედრას ესწრებოდნენ ISET-ის სტუდენტები, ფაკულტეტის წევრები და მკვლევარები.

ISET მადლობას უხდის ქ-ნ ისმაილახუნოვას და მსოფლიო ბანკს ჩატარებული შეხვედრისთვის, ასევე, შვედეთის საელჩოს საქართველოში ინკლუზიური პოლიტიკის დიალოგის მუდმივი მხარდაჭერისთვის.

შეავსე ფორმა