შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-მა აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური ანგარიშის პრეზენტაციას უმასპინძლა
პარასკევი, 12 აპრილი, 2024

12 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა აზიის განვითარების ბანკის (ADB) საგანმანათლებლო პრეზენტაციას სახელწოდებით „აზიის განვითარების პერსპექტივები 2024“, რომელიც ხელმძღვანელობდა ბ-ნი კიოში ტანიგუჩი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონული წამყვანი ეკონომისტი. პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ანგარიშის შედეგები, რომელიც აფასებს აზიის, მათ შორის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვერეგიონების, ეკონომიკურ ლანდშაფტს.

Asian Development Outlook აზიის განვითარების ბანკის ფლაგმანი ეკონომიკური პუბლიკაცია, რომელიც გვთავაზობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების საკითხების, ტენდენციებისა და პროგნოზების ყოვლისმომცველ ანალიზს. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა განხილული ძირითადი ინდიკატორები (ინფლაციის მაჩვენებლები და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა), ქვერეგიონის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ტრაექტორიები.

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ბატონმა ტანიგუჩიმ უპასუხა სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებს, დეტალურად ისაუბრა იმ  ასპექტებზე, რაც აყალიბებს აზიისა და მისი მეზობელი რეგიონების ეკონომიკურ დინამიკას.

შეავსე ფორმა