შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ პანდემიის დროს დისტანციურ მუშაობაზე მომზადებული კვლევის შედეგების განხილვას უმასპინძლა
ხუთშაბათი, 09 დეკემბერი, 2021

2021 წლის 9 დეკემბერს, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ონლაინ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და პანდემიის დროს დისტანციური მუშაობის კვლევის შედეგები მიმოიხილა, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინიციატივით გაიმართა და პალატის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა, რომელსაც წამყვანი ეკონომისტი, გიორგი პაპავა, ხელმძღვანელობდა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევის შედეგები, როგორ უპასუხა ქართულმა შრომის ბაზარმა პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა, მერი ჯულაყიძემ ისაუბრა, როგორ იცვლებოდა პასუხები პროფესიების, სექტორების, კვალიფიკაციების, სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით და მიმოიხილა, რამდენად იყო თანხმობაში ქართული მაჩვენებლები ევროკავშირის შერჩეული ქვეყნების მაჩვენებლებთან.

პრეზენტაციაცა და დისკუსიაც უაღრესად მნიშვნელოვანი და აქტუალურია საქართველოს საერთაშორისო  სავაჭრო პალატის წევრი ორგანიზაციებისთვის, რადგან პანდემიამ სერიოზული გავნელა იქონია კომპანიებზე.

კვლევის შედეგები დეტალურად განხილულია ISET Economist-ის ბლოგზე: 2020 წელს COVID-19-ის საქართველოს შრომის ბაზარზე ზემოქმედების ხუთი შედეგი

შეავსე ფორმა