წინამდებარე დოკუმენტი – „შემოქმედებითი ეკონომიკა საქართველოში – ძირითადი მაჩვენებლების, მახასიათებლებისა და საჭიროებების საბაზისო კვლევა“, შემოქმედებითი საქართველოს მიერ ინიცირებული და იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების ფონდის (IFCD) მიერ მხარდაჭერილი ფართომასშტაბიანი პროექტის – „შემოქმედებითი გარდასახვა – შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება“, ნაწილია.
კვლევის ანგარიში აერთიანებს საქართველოში პირველად ჩატარებული სრულმასშტაბიანი, საბაზისო კვლევის შედეგებს შემოქმედებითი ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობის, საჭიროებების, რესურსებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ. მოცემული კვლევა, საფუძვლად დაედება შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარების საშუალოვადიან სახელმწიფო სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმას.
დოკუმენტი დაყოფილია 4 ნაწილად და მოიცავს: (1) საქართველოში შემოქმედებით ინდუსტრიებთან დაკავშირებული პოლიტიკის, კანონმდებლობის, დაფინანსების საშუალებებისა და წამახალისებელი ინსტრუმენტების მოკლე მიმოხილვას, (2) შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკონომიკური მაჩვენებლების კვლევას გაერთიანებული სექტორისა და თითოეული ქვესექტორის მიხედვით, (3) შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის საჭიროებებისა და შესაძლებლობების ანალიზს, რომელიც ეყრდნობა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ჩატარებული თვისებრივი კვლევის შედეგებს, (4) შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივების ანალიზს, რომელიც ეყრდნობა რაოდენობრივი კვლევის შედეგებს.