პოლიტიკის დოკუმენტები

ეს პუბლიკაცია მოიცავს უცხოურ ვალუტაში საქართველოს მთლიან საერთაშორისო რეზერვებთან დაკავშირებული მოვლენების მიმოხილვას, წარმოდგენილია მოსაზრებები რეზერვების ადეკვატურობის ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით. მიმოვიხილავთ მოსაზრებებს მზარდი პოლიტიკური გაურკვევლობის ფარგლებში ცენტრალური ბანკის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთანს დაკავშირებულ პრინციპებზეც. აღმოჩნდა, რომ, სავარაუდოდ, არსებული საერთაშორისო რეზერვები არ არის საკმარისი ხანგრძლივი პოლიტიკური გაურკვევლობით განპირობებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს საქართველოს ბიზნეს-გარემოზე. ხანგრძლივი პოლარიზაცია, სახელმწიფოს მხრიდან დემონსტრანტების მიმართ ძალადობა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტა უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ კლიმატზე რამდენიმე მიმართულებით. კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რამაც ქვეყანა გარდაუვალი სოციალურ-ეკონომიკური საფრთხის წინაშე დააყენა.
ბოლო წლებში სქართველომ მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა ეკონომიკური მმართველობის მიმართულებით. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არადემოკრატიული კანონის (ე.წ. აგენტების კანონის) გარდა, დაინტერესებული მხარეების, ექსპერტებისა და საზოგადოების ყურადღება მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულმა რამდენიმე კანონპროექტმა და კანონში შეტანილმა ცვლილებამ მიიპყრო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ, რომელიც „ოფშორების კანონის“ სახელითაა ცნობილი, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოს ფინანსური სისტემის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკის დოკუმენტში მიმოვიხილავთ, რა შედეგებს მოიტანს ეს ცვლილებები მომავალში საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებების კონტექსტში, რომლებმაც ფულის გათეთრებისა და სანქციებისათვის თავის არიდების შესაძლებლობის შესახებ საფუძვლიანი შეშფოთება გამოიწვია.