პოლიტიკის დოკუმენტები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ეკონომიკურ ლიტერატურაში სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის, როგორც სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ხელშემწყობი ინსტრუმენტის, გავლენა შრომით ბაზარზე მწვავე დებატების საგანია. წინამდებარე მიმოხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოში სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის მიღების ჰიპოთეტური გავლენა სიღარიბის მაჩვენებელზე, განსაკუთრებით, ქალებში.
განახლებადი ენერგიის პოპულარობის ზრდა მსოფლიოს მასშტაბით შესამჩნევია, რასაც მსოფლიოში მთლიანი ენერგიის მიწოდებაში განახლებადი ენერგიის წილის ზრდაც მოწმობს. კერძოდ, 2010-დან 2021-მდე ეს წილი 3.2%-დან 5.2%-მდე, ხოლო თანამედროვე ბიოენერგიის წილი 5.7%-დან 6.7%-მდე გაიზარდა.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში, რუსეთიდან შემოსვლების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს (პირველ 9 თვეში რუსეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთის 662 852 მოქალაქე შემოვიდა, რაც რუსეთიდან მთლიანი გასვლების 4%-ს შეადგენს).
წლების განმავლობაში რეგიონული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები საქართველოში მკვეთრი ეკონომიკური ვარდნის განმაპირობებელ ფაქტორებს წარმოადგენდა. ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი მოსახლეობა სულ რაღაც 3,7 მილიონი ადამიანია და მისი ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მასზე, როგორც წესი, აისახება უახლოესი მეზობლებისა და სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური სურათი.