შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხარდამჭერი ასოციაციების ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 07.03.2022 დასრულების თარიღი: 31.03.2024

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაიწყო ახალი პროექტი – „სამოქალაქო  საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხარდამჭერი ასოციაციების ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება“, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

გრანტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის მხარდამჭერი ასოციაციების ორგანიზაციული ეფექტურობის გაძლიერებაში, რაც შესაძლებელია ანალიტიკური, კვლევისა და ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარებით; პერსონალის პროფესიული უნარების გაფართოებით; პოლიტიკის შემუშავების პროცესში ეფექტური ჩართვისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და რესურსებით აღჭურვით; ადვოკატირების მიზნების მიღწევისთვის საჭირო ადვოკატირების სერვისების გაცნობით.

USAID-ის მდგრადობის ინდექსის გზამკვლევის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის ინდექსი შედარებით სტაბილური იყო (ინდექსის მაჩვენებელი 4), რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ჯერ კიდევ მდგრადობის განვითარებაზე მუშაობენ (7 – შეფერხებული მდგრადობა, 1 – გამყარებული მდგრადობა). სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არ გააჩნიათ გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩენისთვსი საჭირო ინსტიტუციური შესაძლებლობები. კერძოდ,  ისინი ფინანსურად დაუცველები არიან და დივერსიფიცირებული მაღალი ხარისხის სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებისთვის იბრძვიან. ისინი დაბრკოლებებს აწყდებიან კვალიფიციური ადამიანური რესურსების შენარჩუნებასა და მყარი საჯარო იმიჯის ჩამოყალიბებაშიც. ამდენად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და კერძო სექტორის მხარდამჭერმა ასოციაციებმა უნდა განივითარონ მონაცემების შეგროვების, კვლევის ჩატარებისა და ანალიტიკური მეთოდების გამოყენების უნარები, რაც დაეხმარება მათ ეფექტური და პროდუქტიული ადვოკატირების პროცესში ჩართვაში.

პროექტის მიზანია ინტეგრირებული, სინერგიული მეთოდის გამოყენებით დაეხმაროს პროექტში მონაწილე ორგანიზაცებს ამ საჭიროებებისა და შეზღუდვების გადაჭრაში. მონაწილეები მიიღებენ ღირებულ ცოდნას, რასაც მომავალში გამოიყენებენ. ამისთვის შემუშავდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო მოდულები, რასაც მოჰყვება პროგრამის ზეგავლენის შეფასება და ცოდნის გაზიარება.

სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ორგანიზაციების კვლევის, კომუნიკაციისა და ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება დაეხმარება მათ, უფრო მაღალი ხარისხის სერვისები შესთავაზონ საკუთარ სამიზნე ჯგუფებს და უფრო აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. ამგვარად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეძლებენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადაგან მდგრადობისკენ.

დონორები

შეავსე ფორმა