შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის შრომითი მობილობის ხარჯები და სარგებელი
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 07.11.2011 დასრულების თარიღი: 31.07.2012

აღნიშნულმა ქვეყნის დონეზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც უფრო დიდი საერთაშორისო კვლევის ნაწილია, შეაფასა, რა გავლენა ექნება გაზრდილ მიგრაციას, რადგან ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში შეიძლება ცვლილებები შეიტანოს მიგრაიის პოლიტიკაში. სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრთან (CASE) თანამშრომლობით, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაიწყო კვლევა პროექტისთვის „ევროკავშისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის შრომითი მობილობის დანახარჯები და სარგებელი“.

საქართველოს კვლევამ მოგვცა ინფორმირებული ხედვა, რა პოტენციალი აქვს გაზრდილი მიგრაციის ნაკადებს და რა შედეგები შეიძლება მოყვეს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენყნებთა მიმართებაში დაგეგმილ ცვლილებებს მიგრაციის პოლიტიკაში. ანგარიში მოიცავს არსებული მდგომარეობის ანალიზს, რომელშიც გათვალისწინებულია ისეთი ცვლადები, როგორიცაა მიგრაციული ნაკადები, მიგრანტთა სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლები დანიშნულების ადგილისა და ფულად გზავნილებზე მონაცემებისა და მიგრაციული პერიოდების ხანგრძლივობის გათვალისწინებით. კვლევის ძირითადი დასკვნა იყო, რომ ევროკავშირის რეგულაციების შემსუბუქება მომგებიანი იქნებოდა საქართველოსთვის, თუ გავითვალისწინებთ ქართული შრომითი მიგრაციის მეტწილად ცირკულარულ ბუნებას 2003-2004 წლების ეკონომიკური რეფორმების შემდეგ, განსაკუთრებით რამდენადაც საქმე ეხება მაღალი უნარ-ჩვევების მქონე მუშახელს.

შეავსე ფორმა