შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში კვლევებისა და ტრენინგების საჭიროების შეფასება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 08.11.2011 დასრულების თარიღი: 26.12.2011

საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციასთან (AYPEG) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში კვლევებისა და ტრენინგების საჭიროება შეაფასა. კვლევა მოიცავდა ინტერვიუებს ქართული ენერგეტიკის სექტორში ჩართული კერძო თუ საჯარო კომპანიებისა და ენერგიის მომხმარებელი მსხვილი კომპანიების (ჯამში 45 კომპანიის) წარმომადგენლებთან. პროექტის მიზანი იყო ქართული ენერგეტიკის სექტორის უმთავრესი კვლევითი მიზნებისა და ტრენინგების საჭიროების შეფასება და სექტორის ძირითადი პრობლემების დადგენა.

ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი სექტორია საქართველოში, განსაკუთრებით ელექტროენერგია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი რესურსია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ენერგო-რესურსების 80% გამოუყენებელია.

შედეგად, ახლა, როდესაც საქართველო ეკონომიკური განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამს, უაღრესად მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ მთავარი კვლევითი კითხვები და ტრენინგის საჭიროებები. ეს დაეხმარება ინტელექტუალური/ფინანსური რესურსების სწორად და საჭიროებისამებრ განაწილებას და დაეხმარება სექტორს, გამოიყენოს ქვეყნის ენერგო-პოტენციალი. AYPEG-მა უნდა შეარჩიოს სამიზნე აუდიტორია, განსაზღვროს ენერგეტიკის სექტორის ძირითადი დაინტერესებული მხარეები და ჩაატაროს გამოკითხვა. გამოკითხვის შედეგების საფუძველზე, AYPEG წარმოადგენს შეთავაზებებს/რეკომენდაციებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის კვლევებისა და ტრენინგების საჭიროებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ასოციაცია გამოავლენს კვლევებისა და ტრენინგების იმ თემებს, რომლებიც შეიძლება ჩაატაროს ISET/ AYPEG-მა.

შეავსე ფორმა