შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

ქარსაფარი ზოლის შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 03.09.2018 დასრულების თარიღი: 31.01.2019

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა ჩაატარა ქარსაფარი ზოლის კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) და წარმოადგინა რეკომენდაციები წარდგენილი რეგულაციის ინკლუზიური და მდგრადი ფორმით განხორციელების პოლიტიკის სხვადასხვა ალტერნატივაზე.

ქარსაცავი ზოლის შესახებ კანონპროექტის RIA REC Caucasus-ის დაკვეთითა და IFAD-ის ფინანსური მხარდაჭერით, AMMAR-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოში ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი ქარსაფარი ზოლების 80% განადგურდა, ამიტომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა მიწის ეროზია და, შესაბამისად, შემცირდა ნიადაგის პროდუქტიულობა. 

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა კანონპროექტი ქარსაფარი ზოლების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის/დაგეგმარების, რეგისტრაციის, რეაბილიტაციისა და განვითარების, მართვისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრას.

RIA-ის მიზანია კანონპროექტის სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური გავლენების შეფასება ხარჯთ-სარგებელიანობის ანალიზის მეშვეობით. კვლევითი გუნდი იყენებს „RIA+“ მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს 2030-ის დღის წესრიგის პრინციპებს და შემოთავაზებული რეგულირების ზეგავლენას მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDGs).

RIA მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის პოლიტიკის გამტარებლებსა თუ სხვა დაინტერესებულ მხარეებს და ამგვარად ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ანგარიშვალდებული პოლიტიკის შემუშავებას.

შეავსე ფორმა