შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

გაყინულ საცხობ და საკონდიტრო ნაწარმზე მოთხოვნის შესწავლა
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 10.09.2018 დასრულების თარიღი: 27.11.2018

2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა კერძო დამკვეთისთვის B2B ბაზრის კვლევა ჩაატარა.

კვლევის მიზანია, საქართველოში სასტუმროებისა და მაღაზიათა ქსელების მხრიდან გაყინულ საცხობ და საკონდიტრო პროდუქტებზე მოთხოვნის პოტენციური ზომისა და გეოგრაფიული არეალის შეფასება. შესაბამისად, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დამკვეთთან ერთად შეიმუშავა სპეციალური კითხვარი და ქვეყნის მასშტაბით წინასწარ შერჩეულ ბიზნეს-ოპერატორებთან ჩაატარა ინტერვიუები.

პროექტზე მომუშავე მკვლევართა გუნდმა გააერთიანა ინტერვიუების დროს შეგროვებული პირველადი მონაცემები (რაოდენობრივი და თვისებრივი) და ოფიციალურად ხელმისაწვდომი მეორადი სტატისტიკური მონაცემები, რაც დაეხმარა მათ გაყინული საცხობი და საკონდიტრო ნაწარმის არსებული ბაზრის შესწავლასა და ბაზრის შემდგომი განვითარების პოტენციალის შეფასებაში.

გამოკითხვის შედეგები დაეხმარება კვლევის დამკვეთს, შეიმუშაოს ქართულ ბაზარზე მორგებული სტრატეგია.

შეავსე ფორმა