შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

სანიტარული, ფიტოსანიტარული და ხარისხის სტანდარტების გავლენა CAREC-ის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ვაჭრობის ნაკადებზე
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 15.05.2019 დასრულების თარიღი: 31.10.2019

ანალიზის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოსა და CAREC-ის ქვეყნებს შორის ვაჭრობაში იმ ცვლილებების შეფასებას, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის სურსათის უვნებლობის რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვის შედეგად. კვლევა იმ პოტენციურ ხარჯებსაც შეაფასებს, რომელიც შეზღუდვების დაწესების შედეგად ორივე მხარეს დაეკისრება. 

კვლევა შეისწავლის, სურსათის უვნებლობის დამატებითი რეგულაციები ხელს უწყობს თუ, პირიქით, აფერხებს საერთაშორისო ვაჭრობას, რადგან დამატებითი რეგულაციები ნიშნავს დამატებით ხარჯებს როგორც მწარმოებლებისთვის, ისე – მომხმარებლებისთვის.

კვლევის მიზანია: (1) CAREC-ის რეგიონებში ძირითადი სავაჭრო პარტნიორების იდენტიფიცირება; (2) მათთან არსებული სავაჭრო ხელშეკრულებების (TA) შესწავლა; (3) ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელოვან ნაკადებთან დაკავშირებული არსებული და მომავალი რეგულაციების მიმოხილვა. კვლევის ფარგლებში ჩატარდება კონსულტაციები ექსპერტთა ჯგუფთან, რომელიც მონაწილეობას იღებს SPSQ-ის იმ ძირითადი რეგულაციებისა და სტანდარტების ჩამონათვალის შემუშავებაში, რომელიც გავლენას ახდენს შესაბამისი პროდუქციის სავაჭრო ნაკადებზე.

დამატებით, კვლევა ზომავს „სიმკაცრის ინდექსს“ საქართველოსსთვის (Melo et al (2013) მიდგომის საფუძველზე), რათა შეფასდეს, რა გავლენას ახდენს დამატებითი რეგულაციები CAREC-ის შერჩეული ქვეყნებიდან იმპორტზე. კვლევის დროს გამოყენებული იქნება გრავიტაციული მოდელიც უფრო მკაცრი რეგულაციებისა და სტანდარტების ეფექტის  გასაანალიზებლად შესაბამის სურსათის ნაკადებთან მიმართებით.

ჩატარებული ანალიზის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოსა და CAREC-ის ქვეყნებს შორის ვაჭრობაში იმ ცვლილების შეფასებას, რაც ევროკავშირის სურსათის უვნებლობის რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვას ახლავს თან. შეფასდება ის პოტენციური ხარჯებიც, რაც რეგულაციების გამკაცრებას მოჰყვება ორივე მხარისთვის. პოლიტიკის თვალსაზრისით, კვლევა ხელს შეუწყობს ისეთი საჯარო პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული ან მოსალოდნელი სავაჭრო ნაკადების განვითარებასა და CAREC-ის ქვეყნებთან რეგიონული ინტეგრაციიდან სარგებლის მიღებას. 

დონორები

შეავსე ფორმა