23 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა თემაზე "ხორბლის რუსული პოლიტიკა და საქართველოს საპასუხო ნაბიჯები". შეხვედრაზე ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა წარადგინა ახალი პოლიტიკის დოკუმენტს ხორბლის სექტორის პოლიტიკაზე, რის შემდეგაც ღონისძიების მოწვეულმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. ღონისძიება შვედეთის მხარდაჭერით ჩატარდა.
კვლევაცა და დისკუსიაც დაეთმო იმ თემის განხილვას, რომ ბოლო წლებში ხორბლის საერთაშორისო ფასები დიდი მღელვარების მიზეზად იქცა. განსაკუთრებით, კოვიდ-19-ის პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის დროს, როდესაც რუსეთი პერიოდულად წყვეტდა მარცვლეულის ექსპორტს, რათა გავლენა მოეხდინა მსოფლიო ფასებზე. ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზე: საქართველოს ბაზარს ხორბლის 95% სწორედ რუსეთიდან მიეწოდება და მიუხედავად რუსეთის მიერ 2-3 წელიწადში ერთხელ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისა, საქართველომ ჯერ კიდევ ვერ შეძლო იმპორტის წყაროების წარმატებით დივერსიფიკაცია.
შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსეთის ხორბალთან დაკავშირებული პოლიტიკის გავლენას საქართველოს ბაზარზე და საქართველოს საპასუხო ნაბიჯებს ამ სავაჭრო შეზღუდვებთან დაკავშირებით.