შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხარდამჭერი ასოციაციების მენტორობას აგრძელებს
ხუთშაბათი, 18 მაისი, 2023

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხარდამჭერი ასოციაციების ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში, აგრძელებს პროექტში მონაწილე ორგანიზაციების მენტორობას. პროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ასოციაციების შესაძლებლობის განვითარებაა პოლიტიკის შემუშავების, ადვოკატირების, კვლევებისა და კომუნიკაციების მიმართულებით, რათა აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი თემის განვითარებაში, პოლიტიკის შემუშავებისა თუ მისი განხორციელების პროცესში. 

პროექტის ფარგლებში ISET-ის კვლევთი გუნდი აქტიურად მუშაობს მენტორობის კომპონენტზე, სადაც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ბენეფიციარი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ბიზნესის მხარდამჭერი ასოციაციები ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებთან ერთად მუშაობენ პოლიტიკის დოკუმენტზე. მენტორობის ფარგლებში, 18 მაისს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოს სამაცივრე მეურნეობებისა და ლოჯისტიკის ასოციაციის (GCSLA) წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში სამაცივრე მეურნეობის სფეროში არსებულ გამოწვევები განიხილეს და არსებული პრობლემების გადაჭრის პოტენციურ გზებზე ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და GCSLA პოლიტიკის დოკუმენტზეც მუშაობენ, რომლის მიზანიც საქართველოში სამაცივრე მეურნეობის მიწოდების ჯაჭვში არსებულ გამოწვევებზე შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადებაა.

შეავსე ფორმა