შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის დირექტორმა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი, 2023

18 ოქტომბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოსთვის მომზადებული სისტემატური დიაგნოსტიკის კვლევის წარდგენას დაეთმო. ანგარიშში, რომლის სახელწოდებაცაა „საქართველო: რეფორმების იმპულსის შესანარჩუნებლად“, მოცემულია იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების ყოვლისმომცველი ანალიზი, რომელთა გადაჭრაც ეხმარება ქვეყანას, სიღარიბის შემცირებისა და საერთო კეთილდღეობის მდგრადი გზით უზრუნველყოფაში.

ღონისძიებაზე გამართული დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა შრომითი რესურსების ჩართულობის ზრდა, დაფინანსებასთან წვდომის გაძლიერება, დიგიტალიზაცია, ინოვაცია, ენერგოეფექტურობაში ინვესტირება, განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდაჭერა და კანონებისა და რეგულაციების აღსრულების და პროგნოზირებადობის გაუმჯობესება.

კვლევა მომზადდა საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორის, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე.

შეავსე ფორმა