შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საგზაო უსაფრთხოების თემაზე თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი, 2022

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა თურქეთის საგზაო უსაფრთხოების ინსტიტუტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. დელეგაციას საგზაუ უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი, შენოლ იაფრაქი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის მიზანი იყო საგზაო უსაფრთხოების მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების პრაქტიკისა და სამომავლო გეგმების განხილვა. სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის აკადემიისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს (112). შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს იმ პრაქტიკაზე, რასაც ქვეყნები იყენებენ საგზაო უსაფრთხოებაზე მონაცემების შეგროვებისა და გაანალიზებისთვის იყენებენ, რათა გაუმჯობესდეს შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი EaP საგზაო უსაფრთხოების რეგიონული ობსერვატორიის (EaPRSO) ერთ-ერთი მხარე იქნება. ობსერვატორიის მიზანია ქვეყნების დონეზე არსებული საგზაო შემთხვევების მონაცემთა სისტემის შექმნა და გაძლიერება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საგზაო შემთხვევების შესახებ არსებული მონაცემების ჰარმონიზაციის გაძლიერება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორია მსოფლიო ბანკისა და ევროკომისიის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ტექნიკურ სამდივნოსაც საქართველო, კერძოდ კი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის აღმოსავლეთის ალიანსი (EASST) მასპინძლობენ.

შეავსე ფორმა