28 ოქტომბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი თემაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი იყო. გიორგი პაპავამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსთან, ცოტნე ქარქაშაძესა და ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსთან, შალვა მხატრიშვილთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და 2023 წლის ბიუჯეტის პროექტსა და ეკონომიკური ზრდაზე ისაუბრა.
IDFI-ის შეფასებით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა ეკონომიკური ზრდისთვის მიდგომების და, საზოგადოდ, პოლიტიკის გაბედული გადააზრებაა. შეხვედრაზე IDFI-მა წარმოადგინა ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო რეკომენდაციები.