შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

მკვლევარი
ორშაბათი, 17 ოქტომბერი, 2022

პოზიცია: მკვლევარი

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 1 ნოემბერი, 2022 წ.

მკვლევარის ძირითადი მოვალეობებია:

  • კერძო სექტორის განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელსა და გუნდის სხვა წევრებთან ერთად კვლევით პროექტებზე მუშაობა;
  • კვლევითი პუბლიკაციების (მაგ.: კვლევითი ანგარიშების, აკადემიური სტატიების, პოლიტიკის დოკუმენტების, ბლოგების, საგაზეთო სვეტებისა და საქართველოს კერძო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე კომენტარების) მომზადება;
  • ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის რეგულარული პროდუქტების (მაგ.: ინდექსებისა და მიმოხილვების) მომზადებაში, მათ შორის, მონაცემთა ანალიზსა და ანგარიშების წერაში მონაწილეობა;
  • პროექტის/კვლევითი წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • პროექტების განხორციელების მართვასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
  • პროექტის ფარგლებში ღონისძიებების, კონფერენციების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

  • მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან საჯარო პოლიტიკაში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
  • თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ჩატარების დადასტურებული უნარი;
  • პროექტების/კვლევითი წინადადებების წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროქტის განხორციელების მართვის და/ან მონიტორინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სტატას ან სხვა პროგრამირების ენის (R, Python) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (მაგ.: MS Word, MS Excel, MS PowerPoint) ცოდნა;
  • ინგლისური და ქართული ენების (საუბარი, წერა) ცოდნა;
  • კომუნიკაციისა (საუბარი, წერა) და პრეზენტაციის უნარი.

დაგვიკავშირდით:

გთხოვთ, რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected]. წერილის სათაურში მიუთითეთ: “Researcher”. გასაუბრებისთვის მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 ნოემბერი, 2022 წ.

შეავსე ფორმა