ISET-ის კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, და ENTC-ის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ.
თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი საგანმანათლებლო კვლევებისა და სხვა პროექტების განხორციელება ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სექტორებში, რაც ხელს შეუწყობს ამ თემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას; მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ ამ თემებთან დაკავშირებულ პროექტებს.
სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, ISET-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საკითხებზე.
ბატონმა ნარმანიამ სტუდენტებს გააცნო სემეკის აქტივობები და სამომავლო პერსპექტივებ, განიხილა რეგულირებად სექტორებში მიმდინარე პროცესები. მან ვრცლად ისაუბრა ელექტროენერგიის, ტარიფების რეგულირებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზეც.