შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გენდერსა და ეკონომიკაზე ტრენინგი ჩაატარა
ორშაბათი, 11 ივლისი, 2022

5-9 ივლისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე „გენდერი და ეკონომიკა“, რომლის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.

კურსის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი თემების გაცნობა, როგორიცაა (1) გენდერი და მაკროეკონომიკა, (2) არაანაზღაურებადი შრომა, დასაქმება, გენდერული სახელფასო სხვაობა, ღირსეული სამუშაო და სოციალური დაცვა, (3) გენდერი, შემოსავლების უთანასწორობა და სიღარიბე, (4) გენდერი, საჯარო ფინანსები და ინვესტირება გენდერული თანასწორობისთვის, (5) გენდერი, ვაჭრობა და ღირებულებათა ჯაჭვები. ჩამოთვლილ თემებთან ერთად ტრენინგმა საშუალება მისცა მონაწილეებს, გასცნობოდნენ გენდერისა და ეკონომიკის თემაზე საქართველოში ბოლო დროს ჩატარებულ კვლევებსაც.

ტრენინგმა მეტი ცოდნა მისცა მონაწილეებს ტრენინგზე განხილულ თემებზე და დაეხმარება მათ, მეტი ინფორმაცია მოიძიონ გენდერისა და ეკონომიკის საკითხებზე, ხარისხიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებით უფრო ეფექტიანად იმუშავებენ გენდერის საკითხების ადვოკატირებისას.

გენდერისა და ეკონომიკის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა კომპეტენციის გაძლიერება ხელს შეუწყობს საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით პოლიტიკური ადვოკატირებისა და საჯარო კომუნიკაციების გაუმჯობესებასაც.

შეავსე ფორმა