2022 წლის 30 ივნისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა პროექტის – “საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზება (ფაზა 2)“ – დასკვნით შეხვედრაზე ღონისძიებაზე ცოდნისა და ინფორმაციის სისტემაში შემავალი ინსტიტუტებისა და ბენეფიციარებისათვის ინფორმაციის ხარისხის ერთიანი სტანდარტის შედეგები წარადგინა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (SDC) მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან (EIEC) თანამშრომლობით განხორციელდა.
პროექტის მიზანი EIEC-ის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოფლის მეურნეობის სექტორში ტრენინგების მექანიზმის, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს UNDP-ის, SDC-ს, EIEC-ისა და სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფერმერული ორგანიზაციების, სხვადასხვა კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიასა და კითხვა-პასუხის სესიაში.