2022 წლის 2 ივნისს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) და ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრთან.
მემორანდუმი მიზნად ისახავს, სამუშაო პრაქტიკისა და სტაჟირების პროგრამებით დაეხმაროს ISET-ის სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვეების განვითარებაში; ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სამეცნიერო და გამოყენებითი კვლევების მიმართულებით მხარეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD) არასამთავრობო ორგანიზაციაა და ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი დაწესებულებაა საქართველოში, რომლის მიზანიცაა საქართველოს ეროვნული უსარფთხოების მხარდაჭერა, ქვეყანაში ეფექტური და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების გაძლიერება, მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა და საქართველოში მდგრადი განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა.
ჩვენ გვჯერა, რომ ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა პროდუქტიული და ღირებული იქნება.