შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

დიზაინერი
ოთხშაბათი, 20 აპრილი, 2022

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მულტიმედია დიზაინერის პოზიციაზე. 

მულტიმედია დიზაინერი პასუხისმგებელია ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მულტიმედია მასალების (ფოტოების, ვიდეოებისა და ვიზუალიზაციის) მომზადებაზე, მართვასა და გამოქვეყნებაზე.

დაქვემდებარება: საგარე ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სამუშაო განრიგი: ნახევარი განაკვეთი, მოქნილი სამუშაო საათები

ფორმატი: დისტანციური, ონლაინ

ზოგადი მოვალეობები:

  • სარეკლამო მასალების (პოსტერები, ბროშურები, ნიუსლეთერები, ბუკლეტები, სავიზიტო ბარათები, ბანერები და სხვ.) შექმნა;
  • ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პუბლიკაციებისთვის (კვლევითი ანგარიშები, პოლიტიკის დოკუმენტების) შაბლონების შექმნა და ფორმატირება;
  • ღონისძიებების შემაჯამებელი ვიდეოების შექმნა;
  • სარეკლამო ინფოგრაფიკებისა და სოციალური მედიისთვის განკუთვნილი ვიზუალების (ფოტო/ვიდეო) მომზადება;
  • მედია ინტერვიუების (ტელევიზია, რადიო, პრინტი, ონლაინ) შეგროვება და დაარქივება.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

  • ქართული და ინგლისური ენების (სასაუბრო და წერითი) ცოდნა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი, შრომისმოყვარეობა, ინიციატივა და კრეატიულობა;
  • გრაფიკული დიზაინის, პუბლიკაციებისა და ფოტო/ვიდეო პროგრამების (მაგ.: Photoshop, Illustrator, InDesign, After Effects, Premiere Pro and/or Final Cut) ცოდნა სავალდებულოა.

სასურველი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

  • ფრონტის დიზაინის გამოცდილება.

დაგვიკავშირდით:

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და პორტფოლიოს ლინკი გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected]. წერილის სათაურში მიუთითეთ: “Multimedia Designer”. გასაუბრებისთვის მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 5 მაისი, 2022 წ.

შეავსე ფორმა