29 მარტს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდის წარმომადგენლებმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისა (ESP) და ეკონომიკური მმართველობის (EGP) პროგრამების მიერ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა (CSO) და კერძო სექტორული ასოციაციების (PSA) ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებაზე ტრენინგები ჩაატარეს.
პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ასოციაციების როლის გაძლიერება პოლიტიკის გატარების პროცესში, მათი გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ თემის განვითარებაში, პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.
ტრენინგებში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან. მონაწილეები ტურიზმის, ელექტრონული კომერციის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მშენებლობის, ფინანსური ტექნოლოგიების, მსუბუქი მრეწველობის, მყარი ნარჩენების მართვისა და სხვა სექტორებში მუშაობენ.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ტრენინგის პირველი სესია კვლევის მეთოდებისა და პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას, მეორე სესია კი პოლიტიკის ადვოკატირების საკითხებს დაეთმო. ყოველი სესია მოიცავდა დისკუსიას, თემატურ პრეზენტაციას, დისკუსიასა და ჯგუფურ სამუშაოებს. მონაწილეები ჯგუფურ სამუშაოებში ჩაერთვნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, განხილვასა და საერთო აქტივობებში.