შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავარ დაიტერესებულ მხარეებთან ერთად მიწის პოლიტიკის ნარკვევის განხილვას დაესწრო
ხუთშაბათი, 02 დეკემბერი, 2021

2021 წლის 2 დეკემბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც მსოფლიო ბანკის მოწვეული მისიის წევრები, დარგის ექსპერტები და მთავრობის, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს, წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მსოფლოო ბანკთან თანამშრომლობით მომზადებული მიწის პოლიტიკის ნარკვევის მიგნებებისა და რეკომენდაციების განხილვა და ვალიდაცია იყო.

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მიწის ადმინისტრირების უფროსმა სპეციალისტმა, ნადეჟე ორლოვამ, მიწის პოლიტიკის ნარკვევის საფუძველზე, ქართული მიწის მართვისა და ადმინისტრირების სისტემასა და მისი სამომავლო განვითარებისთვის საჭირო რეკომენდაციებზე ისაუბრა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის გუნდს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები პოლიტიკის ნარკვევზე და იმსჯელეს ინტეგრირებული მიდგომის გამოყენების აუცილებლობაზე საქართველოში მიწის მდგრადი მართვისა და ადმინისტრირებისთვის.

შეავსე ფორმა