შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

მონაცემთა მეცნიერი
პარასკევი, 03 დეკემბერი, 2021

ISET-ის კვლევითი ინტიტუტი თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაზაზე შეიქმნა და უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული პირველი კვლევითი ორგანიზაციაა სამხრეთ კავკასიაში. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ავსებს ISET-ის საგანმანათლებლო მისიას და მისი საქმიანობის საგანს წარმოადგენს როგორც კვლევითი და საკონსულტაციო საქმიანობა, ისე ტრენინგებისა და დისკუსიების ორგანიზება საჯარო პოლიტიკის ირგვლივ.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აცხადება ვაკანსიას მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის დაქვემდებარებაში.

პოზიცია: მონაცემთა მეცნიერი

ანგარიშვალდებულება: დირექტორის მოადგილე

დაწყების თარიღი: იანვარი, 2022 წელი

პირდაპირი ხელმძღვანელი: 1

პირობები: კონკურენტული

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაცემთა ცენტრის მართვა;
  • მონაცემთა ბაზების მართვა და ორგანიზება;
  • მონაცემთა ცენტრის აქტივობების კოორდინირება; ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვან ეკონომისტებსა და მკვლევარებთან მუშაობა;
  • მონაცემების წამყვან გენერატორებთან ურთიერთობების დამყარება და პარტნიორობების გამფორმება;
  • პროექტებზე მორგებული მონაცემთა შეგროვების სტრატეგიების შემუშავება;
  • მონაცემების შეგროვების პროცესის მართვა/კოორდინირება;
  • მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის საინტერესო და განხორციელებადი მიმართულებების შეთავაზება და ტრენინგები;
  • საჭიროების შემთხვევაში, შიდა ტრენინგების კოორდინირება და ჩატარება;
  • მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის საინტერესო და განხორციელებადი ფორმების დროულად შეთავაზება.

საჭირო კომპეტენცია:

  • მაგისტრის ხარისხი სტატისტიკაში, მონაცემთა მეცნიერებასი, გამოყენებით ეკონომიკასა და სხვა მონათესავე სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, სადაც ასრულებდა მსგავს მოვალეობებს;
  • მართვის უნარ-ჩვევები და ხარისხიანი შედეგების უზრუნველყოფის პარალელურად დედლაინების დაკმაყოფილების უნარი;
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
  • ინგლისურისა და ქართული ენების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • პითონისა და მისი web-scraping ბიბლიოთეკების სიღრმისეული ცოდნა;
  • ონლაინ რესურსებიდან მონაცემების შეგროვებისთვის საჭირო HTML-ისა და CSS-ის ელემენტების საბაზისო ცოდნა;
  • სტატისტიკისა და მანქანათმცოდნეობის კონცეფციების სამუშაო ცოდნა.

განაცხადების გადახედვა დაიწყება ვაკანსიის გამოქვეყნებისთანავე და გაგრძელდება შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში კი მიუთითეთ ‘მონაცემთა მეცნიერი’.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 19 დეკემბერი, 2021.

შეავსე ფორმა