შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: პესიმისტურად განწყობილი კერძო სექტორი
25 ოქტომბერი 2024

2024 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 9.7 პუნქტით შემცირდა და 3.8-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება საფინანსო (-22.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 9.1 პუნქტით შემცირდა და 2024 წლის IV კვარტლისთვის 3.8-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობის (-18.2) და ვაჭრობის (-13.6) სექტორებში დაფიქსირდა.

Loading...

Loading...

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 7.0 პუნქტამდე შემცირდა. 2024 წლის IV კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი შემცირება დაფიქსირდა მრეწველობის (-40.0) და სოფლის მეურნეობის (-30.0) სექტორებში.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 7.6-ით შემცირდა და 13.1 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, შემცირდა.

შეავსე ფორმა