შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მაისი 2019 | აგრო მიმოხილვა
04 ივნისი 2019

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. პროგრამას სახელმწიფო ასუბსიდირებს და რვა სადაზღვევო კომპანია ახორციელებს. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის). პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ 49.3 ათასი ფერმერი (უნიკალური ბენეფიციარი) დაეზღვია. მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი იყო 2014 წელს, შემდეგ კი შემცირდა სახელმწიფო სუბსიდიების შემცირების (90%-დან 70%-მდე) გამო. ამასთანავე, შემდეგ წლებში პროგრამის დაწყების თარიღმა გადაიწია და პროგრამის განხორციელებისას ახალი მოთხოვნები დაინერგა.

მაშინ როცა 2016-2017 წლებში დაზღვეულთა რაოდენობა ზრდადი ტრენდით ხასიათდებოდა, 2018 წელს ბენეფიციართა რაოდენობა ისევ შემცირდა, რაც, ძირითადად, სახელმწიფო რეესტრში დაზღვეული მიწის ნაკვეთის სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნამ გამოიწვია.

2018 წელს ყველაზე მეტი ფერმერი დაეზღვია კახეთში (2.92 ათასი) და ყველაზე მეტმა ფერმერმა დააზღვია ვაზი (3.66 ათასი). საერთო ჯამში, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, აგროდაზღვევის პროგრამას ყველაზე მეტი ბენეფიციარი აჭარის რეგიონში ჰყავს და ყველაზე მეტმა ფერმერმა დააზღვია ციტრუსი, რაც გასაკვირი არაა, იქიდან გამომდინარე, რომ ციტრუსი აჭარის წამყვანი კულტურაა.

შეავსე ფორმა