შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მარტი 2025 | აგრო მიმოხილვა
01 აპრილი 2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) 2025 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი 808.1 მლნ. ლარს შეადგენს (2024 წელს გამოყოფილ თანხასთან შედარებით 120.1 მლნ. ლარით მეტი). გამოყოფილი ბიუჯეტი ძირითადად განაწილდა შემდეგ სფეროებზე:

  • გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა – 25.9 მლნ. ლარი;
  • სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა – 72.34 მლნ. ლარი;
  • მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება – 81.18 მლნ ლარი;
  • ერთიანი აგროპროექტი – 350.87 მლნ ლარი;
  • სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია – 129.1 მლნ ლარი;
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობა – 30.0 მლნ ლარი;
  • დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა – 27.74 მლნ ლარი;
  • გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირება, შეფასება, პრევენცია და მონიტორინგი – 33.6 მლნ ლარი.

ტრადიციულად, MEPA-ს დაფინანსების უდიდესი წილი მიმართულია სოფლის განვითარების სააგენტოზე (RDA), საქართველოს მელიორაციასა (GA) და ღვინის ეროვნულ სააგენტოზე (NWA), შესაბამისად 43%, 16% და 10%-იანი წილებით.

ერთიანი აგროპროექტის ბიუჯეტი, რომელსაც RDA ახორციელებს, ნაწილდება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროექტზე, კერძოდ: აგროპროექტების მართვა – 14.7 მლნ. ლარი; შეღავათიანი აგროკრედიტები – 210.0 მლნ. ლარი; აგროდაზღვევა – 15.0 მლნ. ლარი; პროექტი „დანერგე მომავალი" – 26.0 მლნ. ლარი; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი – 13.0 მლნ. ლარი; აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა – 18.1 მლნ. ლარი; სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსება – 10.0 მლნ. ლარი; და თხილის წარმოების ხელშეწყობა – 23.0 მლნ. ლარი.

2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმილ ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს განაწილებაში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების დაფინანსება 27.4 მლნ. ლარით გაიზარდა.

შეავსე ფორმა