2025 წელს საქართველოს მთავრობამ გააგრძელა არასტანდარტული (დაბალი ხარისხის) მანდარინის სუბსიდირება და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2.6 მლნ ლარი გამოუყო. ადგილობრივმა ციტრუსის გადამამუშავებელმა კომპანიებმა, რომლებმაც ფერმერებისგან არასტანდარტული მანდარინი კილოგრამი მინიმუმ 40 თეთრად შეისყიდეს, მთავრობისგან 35-თეთრიანი სუბსიდია მიიღეს. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, მანდარინის წარმოება დაახლოებით 25%-ით შემცირდა (66.1 ათასი ტონიდან 49.8 ათას ტონამდე). წინა წლების ზრდა არასტაბილური და მერყევი იყო.
მანდარინის წარმოება მაღალკონცენტრირებულია აჭარის რეგიონში, რომელმაც 2014-2024 წლებში საშუალოდ მთლიანი გამოშვების 73% შეადგინა, მას მოსდევს მცხეთა-მთიანეთი დაახლოებით 20%-ით. რაც შეეხება ექს-პორტს, მანდარინის ექსპორტი, თანმიმდევრულად გაიზარდა 2019 წლის 40.6 ათასი ტონიდან 58.0 ათას ტონამდე 2021 წელს, შემდეგ შემცირდა 2022 წელს და ნაწილობრივ აღდგა 2023-2024 წლებში. ერთეულის ღირებულება შედა-რებით სტაბილური დარჩა დაახლოებით 0.5-0.6 აშშ დოლარის ფარგლებში ტონაზე. ექსპორტის მოცულობა კვლავ შემცირდა 2025 წელს. ძირითადი საექსპორტო ქვეყნები კვლავ დსთ-ის ქვეყნებია. 2014-2025 წლებში მანდარინის ექსპორტის მთლიანი ღირებულების 98%-ზე მეტი სწორედ ამ ქვეყნებზე მოდიოდა. საპირისპიროდ, ევროკავშირის წილი უმნიშვნელოა და ჩვეულებრივ 2%-ზე ნაკლებია. რამდენიმე წლის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტი ან არ ფიქსირდება ან უმნიშვნელოა.
