შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მომხმარებლის განწყობის ინდექსი - ახალი
ISET-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ევროკავშირის სტანდარტულ მეთოდოლოგიას ეფუძნება: ყოველთვიურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვუკავშირდებით 300-350 პირს და ვეკითხებით მათი ოჯახების და ზოგადად ქვეყნის წარსული, მიმდინარე და მომავალი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. მომხმარებელთა განწყობა არის ოპტ
იმიზმის ხარისხი, რომლითაც მომხმარებლები ზოგადად ეკონომიკურ ვითარებას და საკუთად ფინანსურ მდგომარეობას განსაზღვრავენ. თუ განწყობა მაღალია, მომხმარებლები მეტ შენაძენს აკეთებენ, რითიც ეკონომიკის ზრდას უწყობენ ხელს. მეორე მხრივ, თუ განწყობა დაბალია, მომხმარებლები უფრო მეტს ზოგავენ, ვიდრე ხარჯავენ, რაც ეკონომიკის კლებას იწვევს. მომხმარებელთა განწყობის თვიდან თვემდე კლების ტენდენცია იმის მაუწყებელია, რომ დღევანდელ ეკონომიკურ ვითარებაში მომხმარებლების უმეტესობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს საკუთარ შესაძლებლობაზე, რომ იშოვონ და შეინარჩუნონ კარგი სამსახური. 
მეტის ნახვა... დახურვა
ფილტრაცია:
-დან
- მდე
სექტემბერი 2025 | მომხმარებელთა განწყობის ინდექსი
25 სექტემბერი 2025

2025 წლის სექტემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) მკვეთრად შემცირდა -13.0 ინდექსის პუნქტამდე, რაც აგვისტოსთან შედარებით მომხმარებელთა განწყობის მნიშვნელოვან გაუარესებას აღნიშნავს.

აგვისტო 2025 | მომხმარებელთა განწყობის ინდექსი
30 აგვისტო 2025

2025 წლის აგვისტოში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) -9.4 ინდექსის პუნქტამდე გაუმჯობესდა, რითაც ივლისში დაფიქსირებული კლება ნაწილობრივ აღდგა.

ივლისი 2025 | მომხმარებლის განწყობის ინდექსი
25 ივლისი 2025

2025 წლის ივლისში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) -10.8 ინდექსის პუნქტამდე შემცირდა, რითაც თებერვალსა და ივნისს შორის დაფიქსირებული სტაბილური გაუმჯობესების ტენდენცია შეიცვალა.

ივნისი 2025 | მომხმარებელთა განწყობის ინდექსი
30 ივნისი 2025

2025 წლის ივნისში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) კიდევ უფრო გაუმჯობესდა და -7.8 ინდექსის პუნქტს მიაღწია, რითაც თებერვლიდან დაფიქსირებული სტაბილური აღდგენა გაგრძელდა.

მაისი 2025 | მომხმარებელთა განწყობის ინდექსი
25 მაისი 2025

2025 წლის მაისში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) კიდევ უფრო გაუმჯობესდა და -9.1 ინდექსის პუნქტს მიაღწია, რაც თებერვლიდან მოყოლებული ზედიზედ მესამე თვიურ ზრდას აღნიშნავს.

შეავსე ფორმა