ინდექსები
მომხმარებლის განწყობის ინდექსი - ახალი
ISET-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ევროკავშირის სტანდარტულ მეთოდოლოგიას ეფუძნება: ყოველთვიურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვუკავშირდებით 300-350 პირს და ვეკითხებით მათი ოჯახების და ზოგადად ქვეყნის წარსული, მიმდინარე და მომავალი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. მომხმარებელთა განწყობა არის ოპტ
იმიზმის ხარისხი, რომლითაც მომხმარებლები ზოგადად ეკონომიკურ ვითარებას და საკუთად ფინანსურ მდგომარეობას განსაზღვრავენ. თუ განწყობა მაღალია, მომხმარებლები მეტ შენაძენს აკეთებენ, რითიც ეკონომიკის ზრდას უწყობენ ხელს. მეორე მხრივ, თუ განწყობა დაბალია, მომხმარებლები უფრო მეტს ზოგავენ, ვიდრე ხარჯავენ, რაც ეკონომიკის კლებას იწვევს. მომხმარებელთა განწყობის თვიდან თვემდე კლების ტენდენცია იმის მაუწყებელია, რომ დღევანდელ ეკონომიკურ ვითარებაში მომხმარებლების უმეტესობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს საკუთარ შესაძლებლობაზე, რომ იშოვონ და შეინარჩუნონ კარგი სამსახური.
ფილტრაცია:
-დან
- მდე
აპრილი 2025 | მომხმარებელთა განწყობის ინდექსი
25
აპრილი
2025
2025 წლის აპრილში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) კიდევ უფრო გაუმჯობესდა და -10.6 ინდექსის პუნქტს მიაღწია, რაც მომხმარებელთა განწყობის აღდგენაზე მიუთითებს.
მარტი 2025 | მომხმარებელთა განწყობის ინდექსი
25
მარტი
2025
2025 წლის მარტში მომხმარებელთა განწყობის ინდექსმა (CCI) -11.9 ინდექსის პუნქტი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით მცირე გაუმჯობესებაა (1.5 ინდექსის პუნქტით), თუმცა, იანვრის მაჩვენებელს 2.2 ინდექსის პუნქტით ჩამორჩება.