13
სექტემბერი
2021
სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება საქართველოში – არსებული ტენდენციები და შესაძლო სამომავლო ნაბიჯები
გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჰაერის დაბინძურება გლობალურ პრობლემად გადაიქცა. ადამიანის საქმიანობით გამოწვეული მავნე ემისიების მოცულობა მუდმივად იზრდება, მსოფლიოს ბევრ ადგილას კი ცალკეული დამაბინძურებელი ნაწილაკების კონცენტრაცია რეკომენდირებულ უსაფრთხო დონეზე მეტია. ემისიის გაზრდილი მოცულობა დაკავშირებულია სხვადასხვა საზიანო შედეგთან: ზიანი ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, პროდუქტიულობის შემცირება, მიწის ფასების კლება.