
ISET ეკონომისტი

2021 წლის 15 თებერვლიდან რუსეთში ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე დაწესებული კვოტები ამოქმედდა. ძალაში შევიდა საბაჟო ტარიფები და ამკრძალავი ბეგარაც საბაჟო ღირებულის 50%-ის ოდენობით.
ზოგადად, ქვეყნის მიერ ექსპორტზე საბაჟო ტარიფისა თუ კვოტის დაწესება პროტექციონისტური პოლიტიკის ნაწილია და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ადგილობრივი მწარმოებლებისა და ბაზრების დაცვისკენ. საექსპორტო კვოტა რაოდენობრივი შეზღუდვის სახეს წარმოადგენს და გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების ექსპორტზე რაოდენობრივი თუ მოცულობითი შეზღუდვების დაწესებას ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ამ პროდუქტისა თუ მომსახურების ფასების დაბალი დონის შენარჩუნების მიზნით. კვოტისგან განსხვავებით, საბაჟო ტარიფის დაწესება სახელმწიფო შემოსავლის მიღების წყაროს წარმოადგენს, რომელიც შემდეგ შესაძლოა ადგილობრივ მწარმოებლების გაძლიერების მიზნით დაიხარჯოს. ტრადიციულად, საექსპორტო შეზღუდვების დაწესება ექსპორტიორი ქვეყნისთვის ადგილობრივი მიწოდების ზრდასა და ადგილობრივი ფასების შემცირებას ნიშნავს, რაც იმპორტიორი ქვეყნისთვის იმპორტის გაძვირებასა და მოთხოვნის შემცირებაში აისახება. თეორიაში განხილულია ამ ეფექტის ორი მთავარი მიზეზი:
აღსანიშნავია ისიც, რომ იმპორტის გაძვირებამ იმპორტიორ ქვეყანაში შესაძლოა, ადგილობრივი წარმოების ზრდას შეუწყოს ხელი.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 2019 წელს ხორბლის ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში ჩინეთი იყო, რომლის წილიც მთლიან წარმოებაში 17% იყო , მას მოჰყვება ინდოეთი (14%), რუსეთი (10%), აშშ (7%) და საფრანგეთი (5%). საქართველოში ხორბლის იმპორტის დიდი ნაწილი რუსეთიდან ხორციელდება. 2020 წელს ხორბლის მთლიანი იმპორტის 95%-ს რუსული ხორბალი შეადგენდა, ამერიკული ხორბლის იმპორტი კი მხოლოდ 4% იყო. 2012-2015 წლებში შედარებით დიდი რაოდენობით ხორბლის იმპორტი ხდებოდა ყაზახეთიდან და უკრაინიდანი, თუმცა ის მალევე ჩაანაცვლა რუსულმა ხორბალმა (საქსტატი, 2021), რაც არაა გასაკვირი, ვინაიდან საქართველოს ძირითად პარტნიორებში რუსეთი ხორბლის წარმოების დონითაც გამოირჩევა (იხ. დიაგრამა 1).
დიაგრამა 1. ხორბლის წარმოება იმპორტიორ ქვეყნებში, 2010-2019
აღსანიშნავია რომ, ზოგადად, იმპორტირებული ხორბლის რაოდენობაცა და ღირებულებაც 2010-2020 წლებში დაღმავალი ტრენდით ხასიათდება (იხ. დიაგრამა 2), რაც შესაძლოა ადგილობრივი წარმოების და, მაშასადამე, თვითუზრუნველყოფის კოეფიცინტის ზრდით აიხსნას (2010 წელს – 6% და 2019 წელს – 15%) (საქსტატი, 2021).
დიაგრამა 2. იმპორტირებული ხორბლის და მესლინის რაოდენობა და ღირებულება, 2010-2020
დაღმავალი ტრენდით ხასიათდება ხორბლის საშუალო საიმპორტო ფასიც (HS1001), რომელიც 2012-2020 წლებში 1 ტონაზე 190 დოლარიდან 280 დოლარამდე მერყეობდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი 2016 წლის მინიმალურ ფასს მოუხლოვდა და 2019 წელს 213 აშშ დოლარი/ტონა, ხოლო 2020 წელს – 219 აშშ დოლარი/ტონა შეადგინა. შედარებით უფრო მაღალია მაგარი ხორბალის (გარდა სათესლე ხორბლისა, HS100119) საიმპორტო ფასი, რამაც 2019 წელს 226 აშშ დოლარი/ტ შეადგინა, ხოლო 2020 წელს გაიზარდა და 252 აშშ დოლარი/ტ გახდა (Trade Map, 2021).
ხორბლით ვაჭრობის შესახებ მონაცემების მიმოხილვამ აჩვენა, რომ საქართველო რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული და საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის დონე დაბალია. ამიტომ, რუსეთის მიერ ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესებამ შეიძლება საქართველოში პურისა და პურ-პროდუქტების გაძვირება გამოიწვიოს. ამგვარი შედეგის თავიდან ასაცილებლად საქართველოს მთავრობამ შემდეგ ზომებს მიმართა:
მიუხედავად განხორციელებული ღონისძიებებისა, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განმარტებით, შეზღუდვების დაწესების გამო ასოციაციამ მარაგები გაზარდა, ხოლო სუბსიდირების პროგრამის დახმარებით ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასი ჯერჯერობით შენარჩუნებულია. თუმცა შეზღუდვების გამო მოსალოდნელია ხორბლის ფასების ზრდა. პურის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის გაძვირება კი მომავალში პურის ფასზეც აისახება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პურის მწარმოებლები უკვე აპრილიდან პურის გაძვირებას გეგმავენ. ამის მიზეზად ისინი ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფსა და საწვავისა და საფუარის გაძვირებას ასახელებენ.
პურის ფასის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია:
არანაკლებ მნიშვნელოვანია უკრაინის ბაზარიც. უკრაინაში მეტი ხორბალი იწარმოება, ვიდრე ყაზახეთში. ამასთან, უკრაინის წარმოებაცა და ექსპორტიც ბოლო 10 წელია აღმავალი ტრენდით ხასიათდება. ისევე როგორც რუსეთისთვის, უკრაინისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ეგვიპტე, ბანგლადეში და თურქეთი, ხოლო საქართველოს ძალზე უმნიშვნელო პოზიცია აქვს უკრაინის საექსპორტო ბაზრებს შორის. მნიშვნელოვანია უკრაინის ბაზრების უკეთ შესწავლა და მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა.