29
ივნისი
2015
რატომ არ არის სომხეთი უკრაინა (ჯერჯერობით)?
ერევანი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის მთავრობამ ქვეყნის ელექტროენერგიის მიწოდების მონოპოლისტის (სომხეთის ენერგოქსელები – ENA) მოთხოვნა 2015 წლის 1 აგვისტოდან რეგულირებული ტარიფის 16.7%-ით გაზრდის შესახებ დააკმაყოფილა, აქციებს სახელიც შესაფერისი შეურჩიეს – „ელექტრო ერევანი“.