შეავსე ფორმა
Logo

გუნდი

ლუკ ლერუსი
არარეზიდენტი მკვლევარი

წარმოშობით ბელგიელ ლუკ ლერუსს მათემატიკის მაგისტრისა და ეკონომიკის მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები აქვს. ლუკმა პროფესიული კარიერის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში (მეტწილად საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ასევე, აზიის განვითარების ბანკში) გაატარა სხვადასხვა პოზიციაზე. ის იყო ფისკალური გამჭვირვალობის განყოფილების უფროსი, G-10-ის მდივანი და არაერთი ტექნიკური მხარდაჭერის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აფრიკისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში. ლუკი მრავალი წელია სამეცნიერო სფეროშია და მუშაობდა ინდოეთის დელის სტატისტიკის ინსტიტუტში, ლიეჟის, ბრიუსელისა და ესექსის უნივერსიტეტებში. იგი სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული არაერთი სტატიის ავტორია. ლუკს Fintech-ის სფეროში მუშაობის გამოცდილებაც აქვს და ამჟამად რომანებსაც წერს.

მსგავსი ნამუშევრები

ყველას ნახვა
შეავსე ფორმა