COVID-19-ის პანდემიამ ეკონომისტებს არაერთი კითხვა გაუჩინა, თუმცა მკვლევრების უმეტესობა აქცენტს განვითარებულ ეკონომიკებსა და ვირუსის მიერ ეკონომიკისთვის მიყენებულ „იარებზე“ აკეთებს. თუმცა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც დაინტერესდა, როგორ განვითარდება ქალაქები პანდემიის შემდეგ. ამ ეკონომისტების დაკვირვებით ეპიდემიის ეპიცენტრი გახდა დიდი, ტურისტული ქალაქები. მათგან განსხვავებით, პატარა ქალაქები შედარებით გადაურჩა ვირუსს. ვირუსისგან ნაკლებად დაზარალდა სოფლის ტიპის დასახლებებიც, თუმცა, რეგიონებს შორის განსხვავებაც საკმაოდ დიდია.
პროექტის მიზანია ტურიზმის ადგილობრივი მოსაკრების რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება, რომელიც მოიცავს ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ანალიზსაც, რომელშიც შეფასებული უნდა იყოს რამდენიმე (მინიმუმ ორი) სცეცნარი სხვადასხვა საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ბლოგში იასია ბაბიჩმა და ლუკ ლერუსმა თბილისში საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მართვის რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათი დაკვირვებით, წარსულში ცუდი მართვის შედეგები აშკარად შესამჩნევია. თუმცა ამ შედეგების ნაწილი ჯერ არ ჩანს ან ნაკლებად გამოხატულია. ამისი ნათელი მაგალითია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა. თუ ქალაქის მმართველობა არ იზრუნებს, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგეგმოს და ააშენოს ახალი ბაგა-ბაღები და ბაღები, რათა ქალაქის მოსახლეობის მოსალოდნელ ზრდას უპასუხოს, შედეგად მივიღეთ გადავსებულ, ნგრევისთვის განწირულ ბაღებს, რისი საბოლოო შედეგიც განათლების დონის გაუარესება იქნება. ანალოგიურად, ქალაქში ავტომანქანების რაოდენობა სწრაფად იზრდება, რის საპასუხოდაც ქალაქის მთავრობა უნდა გეგმავდნეს ახალ გზებს და მეტ რესურსს დებდნეს ამ გზების მოვლა-შენახვაში.
საქართველოში განათლება (ზოგადი განათლების შემთხვევაში კი, მოსწავლეთა უმრავლესობა) ძირითადად საჯარო სექტორის პასუხისმგებლობაა. ბოლო წლებში ამ სექტორს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა – 2010 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფოს მიერ განათლების სექტორში გაწეული ხარჯები სამჯერ გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.6%-ს მიაღწია. თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტით, ეს დაბალი მაჩვენებელია, რადგან OECD-ის ქვეყნები განათლებაზე, საშუალოდ, მშპ-ის 5%-ზე ოდნავ ნაკლებს ხარჯავენ.
2014 წლამდე თბილისის მოსახლეობის რიცხვი მეტნაკლებად მუდმივი იყო და, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის შემცირების კვალდაკვალ, მცირე ტემპით იკლებდა კიდეც. 2014 წლიდან კი დედაქალაქის მიმართულებით მიგრაცია იზრდება, როგორც ეს ქვემოთ გრაფიკზეა მოცემული.