2012 წელს აისეტის ეკონომისტის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში იაროსლავა ბაბიჩმა განიხილა ახალდაბადებულთა გენდერული დისბალანსის საგანგაშო სტატისტიკა საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, რომელიც ბოლო დროს კულუარული საუბრების თემა გახდა. იაროსლავა ბაბიჩის მიერ მოყვანილი მონაცემებით, ახალშობილი ვაჟების რაოდენობის გოგონებთან თანაფარდობის მიხედვით საქართველო მხოლოდ ჩინეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ჩამორჩება.
საქართველოში ყველა მწყემსს ან საქონლის მფლობელს შეუძლია გაუშვას საქონელი სოფლის საძოვარზე. ეს საძოვრები სოფლის საერთო საკუთრებაა და არცერთ ოჯახს არ ეკუთვნის. სოფლის მცხოვრებლები მას კოლექტიურად ფლობენ და, შესაბამისად, თითოეულს აქვს უფლება თავისი საქონელი საერთო საძვარზე უფასოდ აძოვოს. სოფლის საერთო საკუთრებაში არსებულ მსგავს მიწას საერთო რესურსად მოიხსენიებენ.
1991 წელს პიტერ ბაუერის მიერ დაწერილი „განვითარების ზღვარი“ დღესაც არ კარგავს აქტუალობას საქართველოსა და 21 საუკუნის სხვა მეტწილად აგრარული ეკონომიკებისთვის. ეკონომიკური განვითარება, ბაუერის აზრით, „იწყება მაშინ, როდესაც საარსებო რესურსების მოსაპოვებელი საქმიანობის ჩანაცვლება ხდება გაყიდვაზე ორიენტირებული წარმოებით. მწარმოებლები დაიწყებენ არსებობისათვის საჭირო პროდუქტზე მეტის წარმოებას, თუ ისინი ამის უპირატესობას დაინახავენ და ამავე დროს, თუ ეს შესაძლებელი იქნება მათთვის.
ცოტა ხნის წინ ქართული მედია განგაშით იუწყებოდა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების შესახებ. ეს ეკონომიკური მონაცემებითაც დასტურდება. გრაფიკზე ნაჩვენებია 2005-2013 წლებისათვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლის პირველ ნახევარში. ცხადია, რომ წლების განმავლობაში საინვესტიციო აქტივობები ძალიან ცვალებადი იყო.
როდესაც პირველად დავიწყე კითხვა ჩემი შვილისთვის, ქართული ზღაპრების კრებულის შეძენა გადავწყვიტე. თუმცა მათი კითხვისას შევნიშნე, რომ ბევრი რამ იყო მათში ისეთი, რასაც არ ვეთანხმებოდი. უამრავი რამის გადაკეთება მიწევდა.