გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქტების ათეულში შედის. 2010-2020 წლებში თხილის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 4.4% შეადგინა(საქსტატი, 2021 წ.). 2013 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმუმს, 30 ათას ტონას მიაღწია, შემდეგ წლებში კი 19 ათას ტონამდე შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა ექსპორტირებული თხილის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ქართული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში. 2016 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ 27 ათასი ტონა შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში (2010-2020 წწ) სიდიდით მეორე მაჩვენებელი იყო (იხ. დიაგრამა 1).
მსოფლიოში, როგორც წესი, ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი პოლიტიკაში. ეს ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება მაღალი თანამდებობების შემთხვევაში. ამ პოლიტიკის ნარკვევში ავტორი მიმოიხილავს აკადემიურ ლიტერატურას ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით, რომლებიც ქალების ნაკლები წარმომადგენლობის შესაძლო მიზეზებს იკვლევს.
პროექტის მიზანია ტურიზმის ადგილობრივი მოსაკრების რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება, რომელიც მოიცავს ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ანალიზსაც, რომელშიც შეფასებული უნდა იყოს რამდენიმე (მინიმუმ ორი) სცეცნარი სხვადასხვა საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით.
2021 წლის 15 თებერვლიდან რუსეთში ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე დაწესებული კვოტები ამოქმედდა. ძალაში შევიდა საბაჟო ტარიფები და ამკრძალავი ბეგარაც საბაჟო ღირებულის 50%-ის ოდენობით.