ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაიწყო ახალი პროექტი – „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხარდამჭერი ასოციაციების ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება“, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
შერჩეული სამთავრობო პროგრამებისა და პოლიტიკისთვის ჩატარებული გენდერული ზეგავლენის შეფასებების (GIAs) მიზანია საქართველოს საჯარო რეესტრის შესახებ კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებისა და მარტოხელა მშობლების სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ანალიზი.
“სამხრეთ კავკასიაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ რეგიონული პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაკვეთით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი „სამხრეთ კავკასიის გენდერული თანასწორობის ინდექსს“ შეიმუშავებს.
სურსათის დანაკარგები და ნარჩენები საქართველოში ნარჩენების მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. სურსათის ბიზნეს ოპერატორები და მსხვილი საცალო მოვაჭრეები ჯერ კიდევ საკვებად ვარგისი სურსათის დიდ რაოდენობას ყრიან, რაც, ძირითადად, დაფასოებისა თუ ხარისხის პრობლემების, ვარგისიანობის ვადასთან დაკავშირებული საკითხების და ჭარბი მიწოდებითა და სამომხმარებლო ჩვევებითაა გამოწვეული.
გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც პანდემია დაიწყო, მუდმივად გვესმის ფრაზები „შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში“, „ცვალებადობა და რყევები საერთაშორისო ბაზრებზე“ და „ამ უპრეცედენტო დროში“. სწორედ ამ ფრაზებით იწყება ხოლმე ახალი ამბები პანდემიით გამოწვეული სურსათის ფასების ზრდის შესახებ.