შეავსე ფორმა
Logo
მსოფლიო ბანკმა ISET-ში ფისკალური პოლიტიკისა და თანასწორობის შესახებ ახალი ანგარიში წარადგინა
28 აპრილი 2025

2025 წლის 28 აპრილს ISET-მა უმასპინძლა მსოფლიო ბანკს უმასპინძლა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი ანგარიში “ფისკალური რეალობების ნავიგაცია თანასწორი ზრდისთვის საქართველოში", რომელიც შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით შემუშავდა.

ლევან ნადიბაიძის საჯარო ლექცია ISET-ში: "პოტიომკინის ზრდა"
16 აპრილი 2025

16 აპრილს ISET-მა უმასპინძლა ლევან ნადიბაიძის საჯარო ლექციას, სახელწოდებით "პოტიომკინის ზრდა: რატომ ტოვებენ ქართველები ქვეყანას მზარდი მშპ-ის, გაზრდილი ექსპორტისა და შემცირებული უმუშევრობის ფონზე".

მარტი 2025 | ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, 2025 წელს მშპ-ის ზრდა 4.1%-დან 6.8%-მდე იქნება; მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, იანვრის ზრდამ 11.1% შეადგინა
20 მარტი 2025

საქსტატმა გამოაქვეყნა 2025 წლის იანვრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 11.1%-ს შეადგენს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა ეკონომისტმა ვარშავაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
24 თებერვალი 2025

გიორგი პაპავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი და კერძო სექტორის განვითარების პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, წარმოადგენდა საქართველოს პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე "განაწილებული მოგების გადასახადი – პოლონური და მსოფლიო პერსპექტივა", რომელიც 2024 წლის 9 დეკემბერს გაიმართა პოლონეთში, ვარშავის ეკონომიკის სკოლაში (SGH).

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე არსებული EaP RSO საგზაო უსაფრთხოების შესახებ მე-4 გლობალურ მინისტერიალს დაესწრო
21 თებერვალი 2025

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის (EaP RSO) მასპინძელი ინსტიტუტი, მონაწილეობა მიიღო საგზაო უსაფრთხოების შესახებ მე-4 გლობალურ მინისტერიალში, რომელიც 2025 წლის 18-20 თებერვალს მაროკოს ქალაქ მარაკეშში გაიმართა.

შეავსე ფორმა