ინდექსები
20
მარტი
2025
20
მარტი
2025
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2025 წლის პირველი და მეორე კვარტლებისთვის. აქ არის ამ თვის მთავარი მიგნებები:
საქსტატმა გამოაქვეყნა 2025 წლის იანვრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 11.1%-ს შეადგენს.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი პროგნოზირებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის პირველ კვარტალში 8.6%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 7.2%-ით გაიზრდება. თუმცა ეს პროგნოზი შესაძლოა გადაჭარბებულად აფასებდეს ზრდას, რადგან მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობა ჯერ არ ასახულა მონაცემებში. მოდელი ეყრდნობა მონაცემებს 2025 წლის იანვრამდე, რაც პოლიტიკური კრიზისის მხოლოდ პირველ სამ თვეს მოიცავს.
იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ 2025 წლის წლიური ზრდა უარეს შემთხვევაში 4.1% იქნება, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში ან საშუალო გრძელვადიანი ზრდის სცენარის მიხედვით კი 6.8% იყოს.. ჩვენი საშუალო სცენარი (ბოლო ოთხი კვარტლის საშუალო ზრდაზე დაყრდნობით) პროგნოზირებს რეალური მშპ-ის 5.9%-იან ზრდას.
20
ნოემბერი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 6.7%-ით, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 5.2%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.6% იქნება.
20
ოქტომბერი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, აგვისტოს მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.
22
სექტემბერი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, ივლისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.
20
აგვისტო
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, ივნისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.
20
ივლისი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზის მიხედვით, მაისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 8.2%-ით, ხოლო მესამე კვარტალში – 6.5%-ით ზრდა. 2025 წელს წლიური ზრდა, ცუდი სცენარის შემთხვევაში 6% იქნება, საუკეთესო და საშუალო გრძელვადიანი სცენარის შემთხვევაში – 7.6%. ჩვენი საშუალო სცენარით, ბოლო ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის საფუძველზე, რეალური მშპ 7.1%-ით გაიზარდება.