გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ენერგობაზრის მიმოხილვის 2021 წლის 1-ელი და მე-2 კვარტლების ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
წინა ბლოგში საქართველოს ენერგოუსაფრთხოების აშკარა გაუარესებაზე ვიმსჯელეთ, რომლის პირობებშიც ენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, ხოლო შიდა ენერგიის წყაროების წილი საერთო, პირველად ენერგომიწოდებაში (ქვეყნის მიერ ერთი წლის განმავლობაში მოხმარებული მთლიანი ენერგიის რაოდენობა) მცირდება.
ISET-მა სულ ახლახან გააფორმა პარტნიორობა შპს პოლივიმთან და მწვანე რევოლუციის კამპანიაში ჩაერთო. ამ კამპანიის მიზანი პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებისა და პლასტმასის ნარჩენების შემცირების გზით გარემოზე ზრუნვაა.
ცოტა ხნის წინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2021 წლის მესამე კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელს გადახედა და მისი მნიშვნელობა (0.1 პროცენტული პუნქტით) 9.1%-მდე გაზარდა. 2021 წლის ნოემბრის თვისთვის მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 12%-ს გაუტოლდა. შედეგად, მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 10.7%-ს შეადგენდა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა მუდმივად ახორციელებდა ყურძნის, ვაშლისა და მანდარინის წარმოების სუბსიდირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მანდარინის სუბსიდირების მიმდინარე პროგრამით, 900 ათასი ლარი დაიხარჯება „არასტანდარტული“ (შედარებით დაბალი ხარისხის ხილის) მანდარინის სუბსიდირებაზე.